თამაშის დაყენების ინსტრუქცია:

1

გადმოწერეთ BF2-ის საინსტალაციო

(თუ თამაში უკვე დაინსტალირებული გაქვთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ მეორე ეტაპზე)

გადმოწერეთ საინტალაციო და დააყენეთ თამაში (გამოიყენეთ CD KEY რომელიც დევს საინსტალაციოს Game Crack ფოლდერში), აგრეთვე განახლებები, ჯერ 1.41 და შემდეგ 1.5

Battlefield 2 საბაზო ინსტალაცია:

oldgamesdownload.com: გადმოტვირთვა

1.41 განახლება:

bf-games.net: გადმოტვირთვა

1.5 განახლება:

bf-games.net: გადმოტვირთვა

2

ამ ეტაპზე შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ვარიანტიდან რომელიმე. იოლი ვარიანტია პირველი, სადაც უბრალოდ ჩამოტვირთავთ BF2Reload.zip-ს, ამოაარქივებთ BF2Reload.exe-ს და ჩაწერთ თამაშის ინსტალაციის დირექტორიაში (მაგალითად D:\Games\BF2, გააჩნია თამაშის ინსტალაციის დროს სად მიუთითეთ დირექტორია), შემდეგ უბრალოდ მას გაუშვებთ. მეორე ვარიანტი მათთვის, ვისაც უყვარს ჩხირკედელაობა :)

BF2Reload.exe:

bf2load.ge: გადმოტვირთვა

გადმოწერეთ GameSpy Redirector:

გადმოწერის შემდეგ გაუშვით საინსტალაციო ფაილი და უბრალოდ მიჰყევით ეკრანზე გამოტანილ ინსტრუქციას. პროგრამა დაყენდება ფოლდერში "C:\Program Files (x86)\BF2Statistics\Battlefield 2 GameSpy Redirector"

Gamespy Redirector:

BF2 Load: გადმოტვირთვა

Net Framework: (იმ შემთხვევაში თუ მოითხოვა)

BF2 Load: გადმოტვირთვა

ინსტალაციის შემდეგ ვუშვებთ პროგრამას აუცილებლად ადმინისტრატორის უფლებებით! მაუსის მარჯვენა ღილაკი -> Run as Administrator. პროგრამას აქვს რამოდენიმე გვერდი, რომელიც უნდა შევავსოთ მონაცემებით. მიყევით თანმიმდევრობით. თუ ამ მონაცემების ხელით შეყვანა დაგეზარათ, შეგიძლიათ გადმოწეროთ მისი პარამეტრების სპეციალური ფაილი, რომელიც უნდა გადააკოპიროთ ამ პროგრამის საინსტალაციო ფოლდერში. დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ.

1

App Settings

Battlefield 2 installation Path - დააჭირეთ Change -> Change Path და შედით ფოლდერში, სადაც არის დაინსტალირებული თამაში, აირჩიეთ BF2.exe, დააჭირეთ Open-ს, შემდეგ Save.
2

Redirect Mode

აირჩიეთ რეჟიმი Create and use Hosts.ics File (Recommended).
3

Service Providers

დააჭირეთ Create New Service Provider, და შეავსეთ:
  • Provider Name: BF2 Reload
  • Stats Address: 5.44.132.139
  • Gamespy Address: 5.44.132.139
დააჭირეთ Save-ს.
4

Multiplayer

დააჭირეთ Add New Server, და შეავსეთ:
  • Server Name: BF2 Reload
  • Server Address: 5.44.132.139
  • Server Port: 16567
  • Server Provider: BF2 Reload
დააჭირეთ Save-ს.
5

Laucher

  • Battlefield 2 Mod: აირჩიეთ Battlefield 2
  • Service Provider: აირჩიეთ BF2 Reload
  • Auto Join Server: შეგიძლიათ აირჩიოთ BF2 თუ გსურთ თამაშის გაშვებისას ავტომატურად შეხვიდეთ სერვერზე (მოგთხოვთ თამაშის ექაუნთის Username-ს და Password-ს, რომელიც ამჯერად სავარაუდოდ არ გექნებათ. გამოიყენეთ ეს ფუნქცია სამომავლოდ)
  • Server Provider: BF2 Reload
  • Launch Params: +fullscreen 1
დააჭირეთ Save-ს.

თუ თქვენ ამ ეტაპების გავლა გეზარებათ, შეგიძლიათ გადმოწეროთ კონფიგურაციის მზა ფაილი და გადააწეროთ არსებულ ფაილს ფოლდერში "C:\Program Files (x86)\BF2Statistics\Battlefield 2 GameSpy Redirector". Overwrite კითხვის შემთხვევაში ვეთანხმებით.

Settings.json:

BF2 Load: გადმოტვირთვა

რისთვის არის საჭირო Gapespy Redirector? EA Game-მა დახურა Battlefield-ის სერვისები და გააუქმა მხარდაჭერა. მას შემდეგ ამოქმედდა სხვა, პირადი (Private) რანკ სერვისები როგორებიცაა Battlelog და BF2Hub. აქედან პირველსაც შეექმნა პრობლემები და დარჩა მარტო მეორე - BFHub. ვინაიდან თქვენ შეიძლება ამ სერვერზე გაქვთ უკვე შექმნილი პროფილი, ეს პროგრამა იძლევა საშუალებას სწრაფად და მარტივად აირჩიოთ სტატისტიკის პროვაიდერი თამაშის გაშვებამდე. აგრეთვე ხდება BF2Reload-ის სერვერზე სათამაშოდ აუცილებელი კომფიგურაციის ერთხელ დამახსოვრება და სამომავლოდ სწრაფად გააქტიურება.

BF2Reload სერვერზე სათამაშოდ BF2Hub-ის კლიენტი არ უნდა იყოს აქტიური, ანუ ამისათვის უბრალოდ დახურეთ ეს პროგრამა, დახურეთ BF2, გახსენით Gamespy redirector და დააჭირეთ Launch Game. ამ რეჟიმში თამაში მზად არის BF2Reload სერვერზე შესასვლელად.


კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ადმინისტრატორს